
საქართველოში გლოვის დღეა
07/08/2023 05:18:37 საზოგადოება
საქართველოში გლოვის დღეა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზ სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.
- შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული. 20–მდე პირი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შოვში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.