Accentnews.ge
შოვში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

შოვში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

07/08/2023 05:12:15 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება.

მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მეხუთე დღეა სამაშველო ღონისძიებას აწარმოებენ.

„დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.

მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S