Accentnews.ge
გზების დეპარტამენტი: საძიებო სამუშაოები შსს-ს მიერ განსაზღვრულ 7 პრიორიტეტულ ადგილას მიმდინარეობს

გზების დეპარტამენტი: საძიებო სამუშაოები შსს-ს მიერ განსაზღვრულ 7 პრიორიტეტულ ადგილას მიმდინარეობს

06/08/2023 13:02:02 რეგიონები, რეკლამა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობა გრძელდება.

მისი ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სულ მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა.

უწყების ინფორმაციით, ტექნიკის მობილიზება საძიებო სამუშაოებისთვის და მუშაობა მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ შვიდ მდებარეობეაზე.

„დროებითი ხიდის მიმდებარედ გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები.

ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე დღვიორაზეც. დამატებითი და გაფართოებული დავალებებისთვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S