
შოვში დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა
06/08/2023 12:55:30 საზოგადოება
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. დაღუპულთაგან 12 პირის ვინაობა დადგენილია.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 17 ადამიანს ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.