Accentnews.ge
გზების დეპარტამენტი:"ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია"

გზების დეპარტამენტი:"ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია"

06/08/2023 11:36:03 საზოგადოება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, "ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია"

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"როგორც საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი.

2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია. გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი.

მიმდინარე წლის 21 ივლისს, სამშენებლო კომპანიას უკვე დაევალა წინასამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება.

კონტრაქტორი ორგანიზაცია აწარმოებდა მოსამზადებელ და სამობილიზაციო სამუშაოებს. მომდევნო კვირიდან კი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება"- ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S