Accentnews.ge
უკრაინამ შავ ზღვაში რუსული პორტების აკვატორია სამხედრო საფრთხის ზონად გამოაცხადა

უკრაინამ შავ ზღვაში რუსული პორტების აკვატორია სამხედრო საფრთხის ზონად გამოაცხადა

05/08/2023 16:15:24 მსოფლიო

ოფიციალურმა კიევმა შავ ზღვაში არსებული ექვსი რუსული პორტის აკვატორია სამხედრო საფრთხის ზონად გამოაცხადა,– იუწყება ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარია ანაპის, გელენჯიკის, ნოვოროსიისკის, ტუაფსეს, სოჭის და ტამანის პორტებზე.

შეგახსენებთ, რომ მდგომარეობა შავ ზღვაში რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ დაიძაბა. ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებში მიმავალ ყველა გემს სამხედრო მიზნად აღიქვამს.

საპასუხოდ კი, კიევმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ყველა გემი, რომელიც უკრაინის მიერ არაკონტროლირებად პორტებში მიემგზავრება, სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადამზიდად ჩაითვლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S