
შოვში დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
05/08/2023 13:03:58 საზოგადოება
რაჭაში, შოვში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
სტიქიის ზონაში ღონისძიებებში მაშველებთან ერთად თავდაცვის ძალები ჩაერთვნენ და ძებნა–შველის ღონისძიება გრძელდება. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 20–ზე მეტი ადამიანი.
ცნობისთვის: შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.