
შოვში დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა
05/08/2023 12:23:27 საზოგადოება
რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. 3 ცხედარს 5 აგვისტოს მიაკვლიეს.
ცხედრებს ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენებენ.
სტიქიის ზონაში ღონისძიებებში მაშველებთან ერთად თავდაცვის ძალები ჩაერთვნენ და ძებნა–შველის ღონისძიება გრძელდება. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 20–ზე მეტი ადამიანი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.