Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა:  „ოლენოგორსკი გორნიაკის“ დაზიანება სერიოზული დარტყმაა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის

ბრიტანული დაზვერვა:  „ოლენოგორსკი გორნიაკის“ დაზიანება სერიოზული დარტყმაა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის

05/08/2023 09:47:04 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო დრონებით დიდი სადესანტო ხომალდის „ოლენოგორსკი გორნიაკის“ დაზიანება სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის.

„რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდი შავი ზღვის ფლოტის გაძლიერებისთვის იყო გაგზავნილი და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ ყირიმის ხიდზე მიტანილი დარტყმების შემდეგ, რუსეთსა და ოკუპირებული ყირიმის შორის სამხედრო და სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვას ახორციელებდა", - ნათქვამია განცხადებაში.

4 აგვისტოს ტელეგრამ–არხები იუწყებოდნენ, მათ შორის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში აფეთქებების შესახებ. შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი უეკიპაჟო კატერით (საზღვაო დრონი) შეტევა სცადეს ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე და რომ კატერები ბაზის დამცველმა სამხედრო გემებმა გაანადგურეს. თუმცა მედია უშიშროების სამსახურიდან წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ "რუსების ყველა განცხადება „მოგერიებული თავდასხმის“ შესახებ ყალბია“.

წყაროების ცნობით, სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ნოვოროსიისკის ყურეში (რუსეთის კრასნოდარის ტერიტორია), შედეგად დაზიანდა დიდი სადესანტო გემი „ოლენოგორსკი გორნიაკი". ამ მიზნით გამოყენებულ იქნა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საზღვაო დრონი 450 კილოგრამი ტროტილით.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებენ მსგავს ინციდენტებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S