Accentnews.ge
ლიეტუვა რუსეთის და ბელარუსის 1164 მოქალაქეს უშიშროების თვალსაზრისით საფრთხედ მიიჩნევს

ლიეტუვა რუსეთის და ბელარუსის 1164 მოქალაქეს უშიშროების თვალსაზრისით საფრთხედ მიიჩნევს

05/08/2023 09:32:11 მსოფლიო

ლიეტუვაში რუსეთისა და ბელარუსის 1164 მოქალაქე მიიჩნიეს საფრთხედ ქვეყნის ეროვნული უშიშროებისთვის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამ საფუძვლით მათ არ მისცეს ან არ გაუგრძელდა ბინადრობის ნებართვა ან ეროვნული ვიზები.

ყველა ამ მოქალაქეს, როგორც ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტში აღნიშნეს, ბინადრობის ნებართვის ან ეროვნული ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთებამდე უნდა შეევსოთ სპეციალური კითხვარი, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, მიუთითებდნენ თავიანთ დამოკიდებულებაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი.

"ყველა საჯარო და არასაჯარო ინფორმაციის შეფასების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 254 რუსი და 910 ბელარუსი საფრთხეს უქმნის ეროვნულ უშიშროებას",–განმარტა ლიტვის მიგრაციის დეპარტამენტმა.

მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, 254 რუსიდან, რომლებიც "უშიშროების საფრთხედ" აღიარეს, 43 მოქალაქეს ლიეტუვის ბინადრობის ნებართვა არ მისცეს, კიდევ 46-ს კი ის არ გაუგრძელეს. კიდევ 59 რუსეთის მოქალაქეს გაუუქმდა ადრე მოქმედი ბინადრობის ნებართვა, ხოლო ლიეტუვის ხელისუფლებამ 52 რუსს გაუუქმა მუდმივი ბინადრობის ნებართვა. რუსეთის 52 მოქალაქეს უარი ეთქვა ეროვნულ ვიზაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S