Accentnews.ge
შოვში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

შოვში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

05/08/2023 09:21:25 საზოგადოება

რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების განვითარებით დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ცხედარს 5 აგვისტოს მიაკვლიეს. ინფორმაცია ჟურნალისტებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.

ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.

შოვში ღვარცოფსა და დამეწყრილ ტერიტორიაზე ნაპოვნი დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება. დეტალებზე ჟურნალისტებს ესაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.

"[ნაპოვნი] 11 მიცვალებულიდან ამოცნობილია, როგორც ვიცი, 6 პიროვნება... ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად", - თქვა მან.

სტიქიის ზონაში ღონისძიებებში მაშველებთან ერთად თავდაცვის ძალები ჩაერთვნენ და ძებნა–შველის ღონისძიება გრძელდება. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 20–ზე მეტი ადამიანი.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S