Accentnews.ge
შსს მოქალაქეებს მიმართავს: სტიქიის ზონაში დრონების თვითნებურად გამოყენების გადაწყვეტილება არ მიიღოთ, რადგან საფრთხეს უქმნის ვერტმფრენებს

შსს მოქალაქეებს მიმართავს: სტიქიის ზონაში დრონების თვითნებურად გამოყენების გადაწყვეტილება არ მიიღოთ, რადგან საფრთხეს უქმნის ვერტმფრენებს

05/08/2023 07:16:39 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეებს მოუწოდებს, რომ დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით თვითნებური გადაწყვეტილება არ მიიღონ, რადგან ეს სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის საფრთხის შემცველია.

"ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.

ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი. მომხდარის გამო დაიღუპა 11 პირი. 25 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სამძებრო–სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S