Accentnews.ge
5 და 6 აგვისტოს Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები აღარ გაიმართება

5 და 6 აგვისტოს Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები აღარ გაიმართება

04/08/2023 19:43:57 საზოგადოება

5 და 6 აგვისტოს Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები არ გაიმართება. ამის შესახებ Black Sea Arena-ს გუნდი იტყობინება.

"შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ Black Sea Arena-ზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გავაუქმოთ",– იუწყება გუნდი.

Sea Arena უსამძიმრებს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა:

"ვლოცულობთ მათთვის, ვინც ამ მძიმე წუთებში ახლობლებს ეძებს. ახლა გვსურს, ჩვენი ფიქრები და ძალები მივმართოთ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და უკეთესი ამბების იმედით დაველოდოთ ერთმანეთთან შეხვედრას შემდეგ ღონისძიებებზე".

3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა. ოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 11 ადამიანი, 25 ადამიანს კვლავ ეძებენ. მონაცემები არ შეცვლილა დღის ბოლოსთვისაც.

შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით გამოყვანილია დაახლოებით 210 ადამიანი. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S