Accentnews.ge
ზელენსკიმ სტიქიის დროს დაღუპულთა გამო სამძიმარი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა

ზელენსკიმ სტიქიის დროს დაღუპულთა გამო სამძიმარი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა

04/08/2023 18:25:09 საზოგადოება

შოვში დატრიალებულ ტრაგედიას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართულ ენაზე ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებსა და საქართველოს სამძიმარს უცხადებს:

"ღრმად თანავუგრძნობთ ქართულ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს." – წერს ზელენსკი "ტვიტერზე".

3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა. ოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 11 ადამიანი, 25 ადამიანს კვლავ ეძებენ. მონაცემები არ შეცვლილა დღის ბოლოსთვისაც.

შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით გამოყვანილია დაახლოებით 210 ადამიანი. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S