Accentnews.ge
რუსულმა სასამართლომ ნავალნის 19 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსულმა სასამართლომ ნავალნის 19 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

04/08/2023 15:24:42 მსოფლიო

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს ალექსეი ნავალნის "ექსტრემიზმის" საქმეზე 19 წელი მიუსაჯა. სასჯელის მოხდა მას განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში განუსაზღვრეს. ამრიგად, რუსულმა სასამართლომ პროკურატურის ორივე მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ 19–წლიანი სასჯელი განუსაზღვრა ნაცვლად სახელმწიფო ბრალდების მიერ მოთხოვნილი 20 წლისა. რაც შეეხება განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიას, პროცესზე დამკვირვებლები ეჭვობენ, რომ კრემლს მისი სრულად იზოლირება სურს, რათა მას ის მინიმალური კონტაქტიც არ ჰქონდეს საზოგადოებასთან, რომლის შენარჩუნებასაც ამ დრომდე ახერხებს.

სასამართლო სხდომა ვლადიმირის რეგიონის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაიმართა, სადაც პოლიტიკოსი თაღლითობის საქმეზე ცხრაწლიან სასჯელს იხდის.

ნავალნი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებითაც. კერძოდ, "ექსტრემიზმისადმი საჯარო მოწოდებების შესახებ; ნაციზმის რეაბილიტაციის; არასრულწლოვანთა ჩართულობა სიცოცხლისათვის საშიში ქმედებების ჩადენის; არაკომერციული ორგანიზაციის შექმნისთვის, რომელიც არღვევს მოქალაქეთა უფლებებს; ექსტრემიზმის დაფინანსებისთვის".

ამასთან, როგორც ნავალნიმ მანამდე განაცხადა, ამ საქმიდან გამოყვეს კიდევ ერთი ეპიზოდი. საუბარია ტერორიზმზე. ამ შემთხვევაში, როგორც ნავალნი ვარაუდოს, მას სამხედრო სასამართლო განსჯის და ელის, რომ უვადოდ პატიმრობას მიუსჯიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S