Accentnews.ge
უკრაინის შესახებ სამშვიდობო სამიტზე ჩინეთიც იქნება წარმოდგენილი

უკრაინის შესახებ სამშვიდობო სამიტზე ჩინეთიც იქნება წარმოდგენილი

04/08/2023 15:13:23 მსოფლიო

ჩინეთი მონაწილეობას მიიღებს უკრაინის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებულ შეხვედრაში, რომელზეც რუსეთი არ არის დაპატიჟებული. ამის შესახებ განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საუდის არაბეთის სამეფოს მოწვევით ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუეი უკრაინულ საკითხზე შეხვედრაში მონაწილეობისთვის ჯიდას ეწვევა.

ჩინეთი მზად არის საერთაშორისო თანამეგობრობასთან ითანამშრომლოს, რათა გააგრძელოს უკრაინაში კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების ძიებაში კონსტრუქციული როლის თამაში”, - წერია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობილია, რომ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან უკრაინის შესახებ სამშვიდობო სამიტს საუდის არაბეთში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა დაადასტურა, რომ საუდის არაბეთი აგვისტოში უმასპინძლებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ მოლაპარაკებებს, რომლის დროსაც სამშვიდობო გეგმის განხილვაც არის დაგეგმილი. საუბარია 5-6 აგვისტოზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S