Accentnews.ge
აზერბაიჯანი მზად არის, სტიქიის არეალში საქართველოს ყველა სახის დახმარება აღმოუჩინოს

აზერბაიჯანი მზად არის, სტიქიის არეალში საქართველოს ყველა სახის დახმარება აღმოუჩინოს

04/08/2023 13:47:46 პოლიტიკა, საზოგადოება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი კურორტ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს. ცნობას აზერბაიჯანის საგარეო უწყება ავრცელებს.

„ბაირამოვმა ღრმა მწუხარება გამოხატა გარდაცვლილთა ნათესავებისა და ახლობლების მიმართ და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს უახლოეს ხანში იპოვიან", - იუწყება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და მზად არის აღმოუჩინოს ყველა სახის დახმარება სამაშველო ღონისძიებებსა და სტიქიური უბედურებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრაში.

საპასუხოდ ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანის მიმართ მადლიერება გამოხატა სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.

ცნობისთვის: შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 25 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S