Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი: შოვში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ

ჯანდაცვის მინისტრი: შოვში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ

04/08/2023 12:53:38 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 25 ადამიანს ეძებენ.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სტიქიის ზონიდან გამოყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

„ძალიან მძიმეა, რაც შოვში ხდება. ეს ამ რეგიონისთვის ძალიან დიდი სტიქიაა. სამწუხაროდ, 11 გარდაცვლილია, 25 ადამიანს ეძებენ. ვერტმფრენმა გუშინ და დღეს შეძლო ძალიან დიდი საქმეების გაკეთება მაშველი რგოლის მიმართულებით, 210 ადამიანია უსაფრთხოდ გამოყვანილი. მინდა დავადასტურო, რომ ვინც ვერტმფრენით გადმოვიდა, 210 ადამიანიდან არცერთის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება“,- აღნიშნა მინისტრმა.

  • საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
  • შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი. სამძებრო–სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S