
შოვში დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
04/08/2023 11:34:01 საზოგადოება
რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების განვითარებით დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ადასტურებს.
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი. სამძებრო–სამაშველო ოპერაცია გრძელდება.