
სახალხო დამცველი – შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე: საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო
04/08/2023 10:32:17 საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.
„სამწუხაროდ, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან.
სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარსა და მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს“,- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გარცელებულ განცხადებაში.
- შოვში დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. 30–ზე მეტ პირს ამ დრომდე ეძებენ.
- საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
- შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი. სამძებრო–სამაშველო ოპერაცია გრძელდება.