
შოვში დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა
04/08/2023 10:13:42 საზოგადოება
რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების განვითარებით დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. ამის შესახებ პრემიერ–მონისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომლიც ამჟამად სტიქიის ზონაში იმყოფება.
მისივე ინფორმაციით, 30–ზე მეტ პირს ამ დრომდე ეძებენ.
- სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
- საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
- შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი. სამძებრო–სამაშველო ოპერაცია გრძელდება.