
მედია: „რუსეთის ფოსტა“ საქართველოში გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით ტრანსპორტირებას იწყებს
04/08/2023 09:58:10 საზოგადოება
„რუსეთის ფოსტა“ საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირ საჰაერო გადაზიდვას იწყებს, -იუწყება რუსული მედია.
მისი ინფორმაციით, კომპანია საქართველოში გზავნილების მიწოდების ვადის შემცირებას 2-3 დღით ელის.
ამასთან, როგორც რუსული მედია იუწყება, მოსკოვიდან თბილისში ტვირთის საჰაერო გზით გადაზიდვა „აზიმუტის“ თვითმფრინავებით განხორციელდება.
"კავკასიის ქვეყნებთან გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით გადაზიდვა პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა და ეს ეხება როგორც ბიზნეს, ასევე კერძო კლიენტებს", – აცხადებს, რუსული მედიის ცნობით, „რუსეთის ფოსტის" ტრანსპორტის მართვის დირექტორატის ხელმძღვანელი გიორგი ბაუტინი.