მედია: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ნოვოროსიისკში რუსული სადესანტო გემი დააზიანა
04/08/2023 09:20:09 მსოფლიო
უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია ჩაატარა ნოვოროსიისკის ყურეში (რუსეთის კრასნოდარის ტერიტორია) - განუცხადეს "რადიო თავისუფლებას" უშიშროების სამსახურის წყაროებმა 4 აგვისტოს.
შედეგად დაზიანდა დიდი სადესანტო გემი „Оленегорский горняк“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თანამოსაუბრემ ჟურნალისტს ასევე უჩვენა ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია გემი (სავარაუდოდ, „Оленегорский горняк“). კამერა მოთავსებულია გემთან მიმავალ გადამზიდავზე, ვიდეო წყდება შეჯახების მომენტში.
წყაროს ცნობით, ეს არის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საზღვაო დრონი 450 კილოგრამი ტროტილით, რომელიც თავს დაესხა გემს, რომლიც ეკიპაჟიც დაახლოებით 100 წევრისგან შედგება.
„სპეციალური ოპერაცია ჩატარდა საზღვაო ძალებთან ერთად. თავდასხმის შედეგად „Оленегорский горняк“–მა სერიოზული დაზიანება მიიღო და ვერ ახერხებს საბრძოლო მისიების შესრულებას. რუსების ყველა განცხადება „მოგერიებული თავდასხმის“ შესახებ ყალბია“, - ამბობს წყარო.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებენ მსგავს ინციდენტებზე.
მანამდე ტელეგრამ–არხები იუწყებოდნენ, მათ შორის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში აფეთქებების შესახებ. დღეს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი უეკიპაჟო კატერით (საზღვაო დრონი) შეტევა სცადეს ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე. რუსეთი ირწმუნება, რომ კატერები ბაზის დამცველმა სამხედრო გემებმა გაანადგურეს.


