
პრემიერ-მინისტრი რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
04/08/2023 08:52:02 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, პრემიერმა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში თათბირი გამართა.
მთავრობის მეთაურმა შტაბის წევრებისგან მიმდინარე სამაშველო სამუშაოებისა და მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.