
ონის ავტოსადგური „მგზავრები“: „სტიქიის ზონიდან გადაადგილებაში ხალხს უსასყიდლოდ დავეხმარებით“
04/08/2023 08:42:42 საზოგადოება
ონის ავტოსადგური „მგზავრები“ მოქალაქეებს სტიქიის ზონიდან გადადგილებაში დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობს.
შესაბამისი განცხადება "ფეისბუქში" ავტოსადგურის გვერდზე ვრცელდება.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, დახმარების მსურველებს თბილისიდანაც ჩაიყვანენ შოვის ტერიტორიაზე.
- შსს–ს ინფორმაციით, შოვში სტიქიას ამ დროისთვის 6 ადამიანი ემსხვერპლა.
- შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი.