დანია აძლიერებს სასაზღვრო კონტროლს ყურანის დაწვასთან დაკავშირებით
04/08/2023 08:47:27 მსოფლიო
დანია გააძლიერებს სასაზღვრო კონტროლს ქვეყანაში ყურანის დაწვასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო,– ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, დანიის ეროვნულმა პოლიციამ იუსტიციის სამინისტროს აცნობა, რომ დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის (PET) რეკომენდაციით, საჭიროდ ჩათვალა 2023 წლის 3 აგვისტოდან შიდა საზღვრებზე ზომების დროებით გაძლიერება.
ელიან, რომ რეჟიმი 10 აგვისტომდე შენარჩუნდება. დანიის დაზვერვა აღნიშნავს, ყურანის ბოლოდროინდელმა დაწვამ გავლენა მოახდინა ქვეყანაში არსებული საფრთხეების ამჟამინდელ სურათზე.
"ჩემი აზრით, გაზრდილი ზომები საზღვარზე ხაზს უსვამს სიტუაციის სერიოზულობას. მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება მოვლენებს", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანიის მთავრობა განიხილავს სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას ყურანთან დაკავშირებული ინციდენტის ფონზე, რაც შვედეთმა უკვე გამოაცხადა.
მანამდე დანიის მთავრობაში აღნიშნეს, რომ შეისწავლიდნენ ყურანის ან სხვა წმინდა წიგნების დაწვის ქმედებების აკრძალვის სამართლებრივ გზებს.
ყურანის დაწვის ბოლო ორი აქცია შვედეთსა და დანიაში ორშაბათს მოხდა - პარალელურად ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის 57 წევრი სახელმწიფოს ლიდერების მსჯელობისა, თუ როგორ უნდა უპასუხონ ამ სიტუაციას.


