Accentnews.ge
ლატვიის ელჩი: "ნატო ბელარუსიდან "ვაგნერის" შესაძლო პროვოკაციებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილად ჩათვლის"

ლატვიის ელჩი: "ნატო ბელარუსიდან "ვაგნერის" შესაძლო პროვოკაციებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილად ჩათვლის"

04/08/2023 08:34:16 მსოფლიო

ლატვიამ განაცხადა, რომ ბელარუსში მობილიზებული "ვაგნერის" ჯგუფის მხრიდან შესაძლო პროვოკაცია, ნატო-ს მიერ რუსეთის ხელმძღვანელობის მხარდაჭერილ ქმედებად ჩაითვლება,– ამის შესახებ ლატვიის ელჩმა ნატოში მარის რიექსტინსმა TV3-თან ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ "ვაგნერის" მხრიდან პროვოკაციების რისკი დაბალია, თუმცა საფრთხეს სრულებითაც არ გამორიცხავს:

"თუ პროვოკაციები მოხდება, ნატო მათ განიხილავს, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობის მხარდაჭერილ ქმედებებს და კრემლი ვერ იმართლებს თავს იმით, რომ ჯგუფი კერძო კომპანიაა. დარწმუნებული ვარ, რომ ნატო მზად არის, უპასუხოს სიტუაციის საჭიროებებს“, - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ნატო რეგულარულად ატარებს საფრთხის ანალიზს, რის საფუძველზეც ამზადებენ წინადადებებს პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ცოტა ხნის წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა 100 „ვაგნერელის“ გადაადგილების შესახებ ე.წ. სუვალკის დერეფანში. ამავდროულად, ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ "ვაგნერის" ჯგუფი განლაგებულია ლიეტუვას საზღვართან, ბელორუსის გროდნოს რეგიონში.

პენტაგონში მიაჩნიათ, რომ ჯერ–ჯერობით პოლონეთისა და ნატოს სხვა ქვეყნებისთვის, ბელარუსის ტერიტორიაზე "ვაგნერის" დაქირავებულების ყოფნის გამო გარდაუვალი რისკები არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S