
შოვში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს
04/08/2023 06:59:58 საზოგადოება
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
შსს–ს ინფორმაციით, სტიქიას ამ დროისთვის 6 ადამიანი ემსხვერპლა.
ცნობისთვის: შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.