Accentnews.ge
გუბერნატორი: გუშინ და დღეს სტიქიის ზონიდან სულ 210 ადამიანია გადმოყვანილი

გუბერნატორი: გუშინ და დღეს სტიქიის ზონიდან სულ 210 ადამიანია გადმოყვანილი

04/08/2023 06:54:38 საზოგადოება

რაჭაში, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე მაშველებმა ორი დღის განმავლობაში 210 ადამიანი გამოიყვანეს, - ამის შესახებ განცხადება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველაძემ გააკეთა.

როგორც გუბერნატორი ამბობს, გამოყვანილი ადამიანების ნაწილმა ონის მუნიციპალიტეტი უკვე დატოვა.

"მთელი ღამის განმავლობაში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა. ასევე არ შეწყვეტილა შტაბის მუშაობა, ყველა აქ, ადგილზე ვიყავით და ვიღებდით ინფორმაციებს და რეაგირება ჩვენი მხრიდან შესაბამისად ხდებოდა. დღეს, უკვე ამ პერიოდისთვის ვერტმფრენმა 9 რეისი შეასრულა, 140 ადამიანი გადმოიყვანა. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი, როლებიც სხვადასხვა ადგილას არიან განთავსებულნი. ნაწილმა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უკვე დატოვა და წასულები არიან სახლებში. პერიოდულად, რამდენიც გადმოვა ადგილზე ვანაწილებთ სხვადასხვა ოჯახებში, სასტუმროებში და ყურადღების ქვეშ გვყავს", - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35 ადამიანთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
  • შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S