Accentnews.ge
თემურ მღებრიშვილი: სადაც კოტეჯები იყო, იქ ფაქტობრივად, აღარაფერია

თემურ მღებრიშვილი: სადაც კოტეჯები იყო, იქ ფაქტობრივად, აღარაფერია

04/08/2023 06:39:24 საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში იმ ადგილას, სადაც კოტეჯები მდებარეობდა, ახლა "ფაქტობრივად, არაფერი აღარაა".

მისივე თქმით, ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება, თუმცა მიწის მასის სქელი ფენის გამო მაშველებს გადაადგილება უჭირთ.

„სამწუხაროდ, ამ დროისთვის 2 ცხედრის პოვნა უნდა დავადასტუროთ. მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. მოგეხსენებათ, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, მაქსიმალურად ფრთხილად ვიმუშაოთ. შესულია ეტაპობრივად ტექნიკა. ყველა ტექნიკაზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა სამუშაოებს მეტი ყურადღება მიაქციონ და ცხედარი აღმოჩენის შემთხვევაში არ დაზიანდეს. გარდა ამისა, მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება და ამ ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს მოგვიანებით მოგახსენებთ. დილის 06:30 საათიდან დავიწყეთ ვერტმფრენებით იმ ადამიანების ეპიცენტრიდან გამოყვანა, რომელიც გუშინ უსაფრთხო ადგილებში მობილიზებული გვყავდა. დღეს 140 ადამიანი გამოვიყვანეთ. ყველა ეპიცენტრში შესულები ვართ. სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად არაფერი არის. არის კოტეჯების ფრაგმენტები. ჯერჯერობით, იმ ადგილებამდე ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. სწორედ ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და იქამდე მივიდეთ“,-განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35 ადამიანთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი.
  • შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S