
მოქალაქე სტიქიის ზონაში შვილს და სამ შვილიშვილს ეძებს: "არ ვიცი, ცოცხლები არიან თუ მკვდრები"
04/08/2023 06:25:00 საზოგადოება
რაჭაში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, სტიქიის ზონაში შვილსა და სამ შვილიშვილს ეძებს.
როგორც ქალმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს და არ აქვს ინფორმაცია, ცოცხლები არიან თუ არა.
"არაფერი კონტაქტი არ არის. შვილს და სამ შვილიშვილს ვეძებ. ცოცხლები არიან თუ მკვდრები არიან, არ ვიცი არაფერი. [დასასვენებლად] იყვნენ, ორი კვირით წავიდნენ",- თქვა ქალმა.
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35 ადამიანთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი.
- შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.