
“რამდენიმე ადამიანი, რომლებთანაც დაკავშირება ვერ ხერხდებოდა საბედნიეროდ მამისონის სექტორზე, მესაზღვრეებთან არიან”
04/08/2023 00:43:58 საზოგადოება
რამდენიმე ადამიანი, რომლებთანაც დაკავშირება ვერ ხერხდებოდა საბედნიეროდ მამისონის სექტორზე, მესაზღვრეებთან არიან. მთელი ღამის განმავლობაში კიდე გადამოწმდება, გაიფილტრება ეს ინფორმაციები და უნდა ვიმედოვნოთ, რომ გამოჩნდება ყველა ის ადამიანი, ვისთანაც კონტაქტი ამჟამად ვერ ხერხდება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 150 მეხანძრე-მაშველი იმყოფება სტიქიის ეპიცენტრში და აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ძებნა-შველის ღონისძიებას.
„ამ ეტაპზე 150 მეხანძრე- მაშველი იმყოფება სტიქიის ეპიცენტრში, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. ათეული ადამიანი, როგორც სახანძრო-სამაშველო, ისე პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფება უსაფრთხოდ. ასევე, შემოდის ინფორმაციები იმ ადამიანების შესახებ, რომლებთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება. მაგალითისთვის, საბედნიეროდ სულ ახლახან, რამდენიმე ადამიანი მამისონის სექტორზე , მესაზღვრეებთან არიან მისული. მთელი ღამის განმავლობაში კიდე გადამოწმდება, გაიფილტრება ეს ინფორმაციები და უნდა ვიმედოვნოთ, რომ გამოჩნდება ყველა ის ადამიანი, ვისთანაც კონტაქტი ამჟამად ვერ ხერხდება“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.