Accentnews.ge
ირაკლი ქარსელაძე: "რთული ვითარებაა, სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია"

ირაკლი ქარსელაძე: "რთული ვითარებაა, სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია"

03/08/2023 20:36:03 საზოგადოება

სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია, არეალისა და ჩამოსული მასის გათვალისწინებით უპრეცედენტოა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვითარება რთულია.

„ძალიან დიდი მასაა ჩამოსული, რამაც ძალიან დიდი ტერიტორია დაფარა. შესაბამისად, ვითარება მძიმეა. ყველა ძალისხმევა ხორციელდება, რის შემდეგაც 70 ადამიანი უკვე გამოყვანილია, 152 ადამიანია რამდენიმე მდებარეობაში უსაფრთხო ადგილას არის სამაშველო და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ისინი უზრუნველყოფილი არიან ყველა იმ საჭიროებით, რაც ამ მომენტისთვის და მთელი ღამის განმავლობაში დასჭირდებათ“, – აღნიშნა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეების გამოყვანა ხვალ არის დაგეგმილი.

„ამავდროულად, დაახლოებით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება კავშირის დამყარება. სამუშაოების ამჟამადაც გრძელდება. 400 მაშველია ჩართული სამაშველო ოპერაციაში და ღამის განმავლობაში დაახლოებით 150 მაშველია ადგილზე“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S