
მაშველებმა შოვში, სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს
03/08/2023 17:30:39 საზოგადოება
მაშველებმა სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს.
შსს–ს ცნობით, მაშველებმა მიწის დამუშავების დროს ორი ცხედარი იპოვეს.
დაღუპულის შესახებ ცნობა თავდაპირველად „მთის ამბებმა" გაავრცელა.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან მოქალაქეთა ევაკუაცია გრძელდება.
შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.