Accentnews.ge
"აზიმუტს" თბილისი-მოსკოვის რეისის შესრულების დროს პრობლემა შეექმნა

"აზიმუტს" თბილისი-მოსკოვის რეისის შესრულების დროს პრობლემა შეექმნა

03/08/2023 16:00:14 საზოგადოება

თბილისი-მოსკოვის რეისის შესრულების დროს რუსულ ავიაკომპანია Azimuth Airlines–ის თვითმფრინავს პრობლემა შეექმნა. კერძოდ, 2 აგვისტოს საღამოს თვითმფრინავი აფრენიდან 20 წუთში უკან დაბრუნდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

"თვითმფრინავმა შასი ვერ დაკეცა და უკან მოუწია აეროპორტში დაბრუნება. ის, რომ კომპანიამ ფრენა ვერ შეასრულა, ადასტურებს ვებგვერდ flightradar-ის მონაცემები. Azimuth Airlines-ის ფრენა, რომელიც 22:45 წუთზე უნდა შესრულებულიყო, Azimuth Airlines დაახლოებით 6 საათის შემდეგ 04:35 საათზე შესრულდა. ამ რეისისთვის თვითმფრინავი რუსთის სხვა აეროპორტიდან - Mineralnye Vody-დან ჩაიყვანა კომპანიამ", იტყობინება გამოცემა.

გამოცემის ცნობით, ივლისში ავიაკომპანიის ერთ-ერთ თვითმფრინავს პრობლემა მინვოდი-ერევნის რეისზე შეექმნა.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები წლების განმავლობაში შეწყვეტილი იყო, თუმცა 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.დასავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს და აშშ შეაშფოთა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების განახლებამ, რადგან ამან შესაძლოა, სანქციების რისკი შეუქმნას კომპანიებს საქართველოს აეროპორტებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S