
შსს: სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია, სამაშველო ღონისძიება გრძელდება
03/08/2023 15:17:43 საზოგადოება
შსს სამინისტროს ცნობით, შოვში სტიქიის ზონიდან უკვე ამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია.
უწყების ინფორმაციით, "მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება".
სასტუმრო "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე დღეს მეწყერი ჩამოწვა. სასტუმროში ამ დროს დამსვენებლები იმყოფებოდნენ, მათ შორის მცირეწლოვანებიც. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.