ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა
03/08/2023 14:56:20 მსოფლიო
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა
ბლოკის განცხადებით, ამ ახალი სანქციების მთავარი მიზანია, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლა. ახალი სანქციები გარკვეული ტიპის ტექნოლოგიების, სამხედრო მასალების, ავტომატური იარაღისა და ტყვია-წამლის ექსპორტზე აკრძალვას მოიცავს.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა სანქციათა 11 პაკეტი, რომელთა ნაწილი ასევე მოიცავდა შემზღუდველ ზომებს ბელარუსის მიმართ.


