
სამაშველო ვერტმფრენი შოვში ჩაფრინდა
03/08/2023 14:31:07 საზოგადოება
შოვში სამაშველო ვერტმფრენი გამოჩნდა. სავარაუდოდ უახლოეს წუთებში დაიწყება დამეწყრილ ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობის ევაკუაცია. შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში 2 ვერტმფრენი გაიგზავნა.
სასტუმრო "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე დღეს მეწყერი ჩამოწვა. სასტუმროში ამ დროს დამსვენებლები იმყოფებოდნენ, მათ შორის მცირეწლოვნებიც. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.