Accentnews.ge
გზების დეპარტამენტი: სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება

გზების დეპარტამენტი: სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება

03/08/2023 14:20:02 რეგიონები

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (სოფ. შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და უმოკლეს ვადებში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S