
ლარი გამყარებას განაგრძობს
03/08/2023 13:37:03 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6150 ლარი ეღირება, ევრო – 2.8585 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3101 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6185 ლარი ღირდა, ევრო – 2.8749 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3475 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.