
რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების სია გაფართოვდა და ჩამონათვალს კიდევ 900-მდე წამალი დაემატა
03/08/2023 11:27:26 საზოგადოება
რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების სია გაფართოვდა და ჩამონათვალს კიდევ 900-მდე წამალი დაემატა. მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. სიაში ამ ეტაპზე 2313 პრეპარატი შედის.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდა, რაც ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულზე მაღალ ფასად წამლების რეალიზაციას უკრძალავს. პირველ ეტაპზე რეგულაცია 1200-მდე მედიკამენტს შეეხო, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით კი წამლების ჩამონათვალი რამდენიმე ეტაპად გაფართოვდა. უწყების ცნობით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.