Accentnews.ge
სკაბეევა - რუსებს: "რას აწყდებით ამ საქართველოს?  კალაძემ დაიცვა ჩვენი ტურისტები, მაგრამ კალაძე არავინაა"

სკაბეევა - რუსებს: "რას აწყდებით ამ საქართველოს? კალაძემ დაიცვა ჩვენი ტურისტები, მაგრამ კალაძე არავინაა"

03/08/2023 11:36:20 პოლიტიკა

სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი ტელეწამყვანი ოლგა სკაბეევა თანამოქალაქეებს საქართველოში პუტინისტების საკრუიზო ლაინერის ვიზიტების დროს გამართულ საპროტესტო აქციებს ეხმიანება და "საქართველოს დანაშაულებრივ რეჟიმზე" საუბრობს.

"რუსებო, რას აწყდებით ამ საქართველოს, რას ჩაგაქვთ იქ თქვენი ფული? ამდენი შეურაცხყოფა, ამდენი ტალახის სროლა რუსი ტურისტების მისამართით, ისინი კი რატომღაც აგრძელებენ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის სპონსირებას", – განაცხადა მორიგი პროპაგანდისტული გადაცემის მსვლელობისას სკაბეევამ.

მან იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ "რუსი ტურისტები თბილისის მერმა კახი კალაძემ დაიცვა", თუმცა იქვე დასძინა, რომ "ის არავინაა".

ცნობისთვის: ბათუმის 27-28 და 30-31 ივლისის ცნობილი მოვლენების დროს კალაძემ განაცხადა, რომ "საქართველო ღიაა ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსი ტურისტებისთვის".

მანამდე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ "საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს დასავლეთის მიერ დაფინანსებული რადიკალური ოპოზიციის დაკვეთილ პროვოკაციებს" .

აღსანიშნავია, რომ თავად სკაბეევა საქართველოში 2018 წელს ისვენებდა შვილებთან ერთად. მაშინ მან ინსტაგრამში დაწერა: "Tbilisi is love".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S