
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არჩილ დევრისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
03/08/2023 11:20:22 საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არჩილ დევრისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.
დევრისაშვილი ბახმუტთან დაბომბვის დროს დაიღუპა. მას ხვალ ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. შაბათს კი კოჯრის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
არჩილ დევრისაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი, მეოთხე ბრიგადის წევრი იყო.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად 40–ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.