Accentnews.ge
რატომ აორმაგებს საქართველო რუსეთიდან გაზის იმპორტს

რატომ აორმაგებს საქართველო რუსეთიდან გაზის იმპორტს

03/08/2023 10:41:26 ეკონომიკა

საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარ მიმწოდებლად კვლავ აზერბაიჯანი რჩება, მაგრამ რუსეთის წილი ქართულ ბაზარზე გაიზარდა. ამაზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემები. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსული გაზის იმპორტმა წლიურად 119%-ით იმატა: 2023 წლის ექვს თვეში საქართველომ რუსეთიდან ჯამში 422 276 943 კბ.მ მოცულობის გაზი იყიდა, მაშინ როცა 2022 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 193 მლნ კბ.მ.-ია,– იტყობინება BMG ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაზე (სემეკი) დაყრდნობით.

ინფორმაციისთვის: საქსტატის თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ჯამში 267 მლნ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა, რაც წლიურად 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წლის იანვარ-ივნისში ეს მაჩვენებელი 225 მლნ დოლარი იყო. რაც შეეხება რუსეთს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ამ ქვეყნიდან 78 მლნ დოლარის ღირებულების გაზი იყიდა, რაც წლიურად 138%-ით გაზრდილი მაჩვენებელია – 2022 წელს ქვეყანამ რუსეთისგან თითქმის 33 მლნ დოლარის გაზი შეიძინა.

ამრიგად, საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ აზერბაიჯანის რესპუბლიკა რჩება: სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით, საქართველო ამ მეზობელი ქვეყნიდან იღებს მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 83%-ს. თუმცა ოფიციალური მონაცემებით, იმპორტის მოცულობა შემცირებულია. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ აზერბაიჯანისგან 1.3 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის იმპორტი განახორციელა, რაც ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და ეს გადახდილ თანხაზეც აისახა – თუ საქართველომ 2022 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის იმპორტში 192 მლნ დოლარი გადაიხადა, 2023 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3 მლნ დოლარით ნაკლებია.

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ BMGTV-ისთან ისაუბრა რუსეთიდან გაზის იმპორტის ზრდის მიზეზებზე.

კერძოდ, მისი თქმით, აზერბაიჯანიდან ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებულ გაზს საქართველო თბოსადგურების მუშაობისთვისაც იყენებს, ხოლო 2023 წლის ზამთარში თბოსადგურებმა სრული დატვირთვით იმუშავეს, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა, ელექტროენერგიის იმპორტი არ განეხორციელებინა.

ნარმანია ამბობს, რომ რუსეთის წილი მთლიან იმპორტში მცირეა და წლიური ზრდა თბოსადგურების სრული დატვირთვით მუშაობამ გამოიწვია, იმისთვის, რომ ქსელს გამართულად ემუშავა.

“რუსეთისგან იმპორტი ძირითადად სისტემის დაბალანსებას და წნევის უზრუნველყოფას ხმარდება დიდწილად. როდესაც აზერბაიჯანიდან მოდის ბუნებრივი აირი მას ორი მსხვილი მოხმარება ხვდება გზად. გზაში როგორც კი შემოდის საზღვრიდან ეს არის გარდაბანი-რუსთავი, ანუ გარდაბნის თბოსადგურს ემატება რუსთავი როგორც მსხვილი მომხმარებელი. შემდეგ უკვე თბილისი როგორც დიდი და მსხვილი მოხმარება. ამის შემდგომ გაზსადენში გაზის წნევა მნიშვნელოვნად მცირდება. რუსეთიდან იმპორტირებული გაზი, რომელიც ჩრდილოეთიდან შემოდის საგურამოს სადგურთან დამატებითი წნევის შეშვება ხდება რომ ამ წნევადავარდნილ ქსელში წნევა გაიზარდოს და მერე უკვე მოხდეს ამ გაზის გადატუმბვა დასავლეთის მიმართულებით. რადგან ზამთარში თბოსადგურები სრული დატვირთვით ვამუშავეთ და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მეტი გაზი დარჩა ამ მსხვილი მოხმარების ადგილზე და სისტემის წნევის რეგულირებისთვის მეტი გაზის “მოქაჩვა" გახდა საჭირო რუსეთიდან”,- ამბობს ნარმანია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S