რუსეთმა ნორვეგია არამეგობრული სახელმწიფოების სიაში შეიყვანა
03/08/2023 09:02:18 მსოფლიო
რუსეთის მთავრობამ ნორვეგია არამეგობრული სახელმწიფოების სიაში შეიყვანა და ამ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფ ფიზიკურ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების დადების რაოდენობა შეზღუდა.
"რუსეთის მთავრობამ ნორვეგიის სამეფო იმ უცხო სახელმწიფოების ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებიც საზღვარგარეთ არსებული რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების წინააღმდეგ მიმართულ არამეგობრულ ქმედებებს ახორციელებენ ", - ნათქვამია ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნორვეგიის დიპლომატიური მისიისთვის დაქირავებული მუშაკთა რაოდენობა მააქსიმუმ, 27 ადამიანით განისაზღვრა.


