Accentnews.ge
მედია: რუსეთში, სამხედრო კომისარიატის შენობაში "მოლოტოვის კოქტეილის" შეგდების მცდელობისთვის 82 წლის ქალი დააკავეს

მედია: რუსეთში, სამხედრო კომისარიატის შენობაში "მოლოტოვის კოქტეილის" შეგდების მცდელობისთვის 82 წლის ქალი დააკავეს

03/08/2023 08:51:27 მსოფლიო

რუსეთში, ვოლგოგრადში მდებარე სამხედრო კომისარიატის შენობაში "მოლოტოვის კოქტეილის" შეგდების მცდელობისთვის 82 წლის ქალი დააკავეს, – იუწყება „კავკაზ.რეალიი“.

მისი ცნობით, ორგანიზაცია "ომის სტალინგრადის ბავშვების" თავმჯდომარე, რიმა ვტოროვა კომისარიატის შენობასთან "მოლოტოვის კოქტეილით" მივიდა, თუმცა შენობისთვის ცეცხლის წაკიდება ვერ მოასწრო, რადგან იგი უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააკავეს.

ვტოროვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქონების განადგურების მცდელობის მუხლით, წერს ტელეგრამის არხში გამოცემა „ფრთხილად, ახალი ამბავია". ამჟამად პენსიონერ ქალის მიმართ აღკვეთის ზომის საკითხი განიხილება.

ამ კვირის განმავლობაში რუსეთში ეს სამხედრო აღრიცხვის ოფისის დაწვის ან ცეცხლის წაკიდების მცდელობის მინიმუმ, მე -15 შემთხვევაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S