
საქსტატი: 2023 წლის ივლისში წლიური ინფლაცია 0,3% იყო
03/08/2023 08:37:42 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა. 2023 წლის ივლისში წლიური ინფლაცია 0,3 პროცენტი იყო. განახლებული მონაცემები დღეს გამოქვეყნდა.
წლიურ ინფლაციაზე გავლენა ჰქონდა ფასების ცვლილებას შემდეგ ჯგუფებზე:
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - გაიზარდა 4,9%-ით;
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - გაიზარდა 6,3%-ით;
- ტრანსპორტი - შემცირდა 12,1%-ით;
- ჯანდაცვის სერვისები - შემცირდა 6,9%-ით.
2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით, ფასები 0,04%-ით შემცირდა.