ხერსონზე საარტილერიო შეტევისას დაიჭრა, სულ მცირე, 7 ადამიანი, მათ შორის მაშველები
03/08/2023 08:34:20 მსოფლიო
დღეს დილით 3 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხერსონზე საარტილერიო შეტევა მიიტანეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ პროკუდინის ცნობით, საარტილერიო ცეცხლში მოჰყვა ხერსონის ცენტრში მდებარე ტაძარი და მის გასწვრივ მოძრავი ტროლეიბუსი. დაიჭრა 3 მგზავრი. ერთ–ერთი პირის – 74 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხერსონზე საარტილერიო შეტევის შედეგად ტაძარში გაჩენილი ხანძრის ქრობისას საოკუპაციო ძალებმა ტერიტორია ხელმეორედ დაცხრილეს. დაიჭრა საგანგებო სიტუაციების სამსახურის 4 თანამშრომელი.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, 2 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ხერსონი და ოლქის 27 დასახლებული პუნქტი სხვადასხვა ტიპის იარაღით 55-ჯერ დაცხრილეს. დაზიანებულ შენობებს შორისაა სახლები და საბერძნეთის საპატიო საკონსულოს, რამდენიმე ბანკის და საგამოძიებო იზოლატორის შენობები.


