აშშ-ის მთავარი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო ბაქოსა და ერევანს ეწვევა
03/08/2023 08:15:50 მსოფლიო
აშშ-ის მთავარი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" სომხური სამსახური იტყობინება.
მისი ცნობით, "ბონო განიხილავს აშშ-ის მხარდაჭერის საკითხს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით".
ლუის ბონომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეხვედრები ბაქოსა და ერევანში მიმდინარე წლის მაისშიც გამართა.


