რუსეთი მოსკოვზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება
03/08/2023 07:48:03 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს მოსკოვთან ექვსი უკრაინული დრონი გაანადგურეს.
უწყების მტკიცებით, უპილოტო საფრენი აპარატები კალუგის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, რომელიც მოსკოვთან ახლოს მდებარეობს.
„დღეს კიევმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერაქტის განხორციელება სცადა. ყველა აპარატი ჩამოგდებულია, არავინ დაშავებულა", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში ხშირად ხდება მსგავსი სახის ინციდენტები. უკრაინა ოფიციალურად მათთან კავშირს უარყოფს.


